გიგა ბოკერია - სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა არ ცვლის საზოგადოების ამოცანას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და ისტორიულ მისიას დავუახლოვდეთ

ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხს.

ბოკერიას თქმით, ეროვნული ამოცანაა, რომ 2 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს“.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება მივიდნენ არჩევნებზე ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მორალური ვალია და სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ ამოცანას“, – განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა