განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებშია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი , საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკით საქართველოში მოწინავე საჯარო დაწესებულებაა გამჭვირვალობა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც შეეხება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკას საქართველოს საჯარო სამსახურებში. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით.

ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს. 2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულცენტრს, საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, აჭარის ა/რ -ის უმაღლეს საბჭოსა და საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს ჰქონდა სრულყოფილად, 100%-ით გამოქვეყნებული ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან