ნიკოლოზ სამხარაძე - არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს

არანაირი საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.

"ეს განხილვები ყოველწლიურად მიმდინარეობს და ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის, თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა უვიზო მიმოსვლით ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას. 2019 წელს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო მზარდი შემთხვევები თავშესაფრის მოთხოვნისა უმიზეზოდ, 2020 წელს პანდემია იყო და ეს ციფრი გასაგებია რომ შემცირდა, 2021 წელსაც ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს ზრდა. მე ვგულისხმობ საქართველოს, აქედან გამომდინარე ბოროტად გამოყენება საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის, არის შემცირებული, რაც თავისთავად ნიშნავს იმას , რომ ეს საკითხი საქართველოსთან მიმართებით არ იქნება განხილული,"- განაცხადა სამხარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერ დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ეს საკითხი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე განიხილება და აღნიშნა, რომ "პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში ჩვეულებრივია", ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობას ასოცირების ხელშეკრულება არეგულირებს.

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას არეგულირებს ასოცირების ხელშეკრულება, რაც შეეხება ვიზის საკითხებს, ამას არეგულირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის კრიტერიუმების შესრულება, სხვა ნებისმიერ საკითხს არანაირი შეხება არ აქვა ვიზასთან და მით უმეტეს, შეხება არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებთან, რომელსაც არგულირებს ასოცირების შეთანხმება,"- განაცხადა სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა