მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს.

როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას, ცალკეულ უბნებზე საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვასა და ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად, საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს.

„როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ყველა ხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი დარღვევები, რომელსაც არჩევნების შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.

გასული დღეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარტიის იმ წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც პროვოკაციებსა და შეურაცხყოფას მშვიდი რეაგირებით უპასუხეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი. დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებზე:- 2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა;- ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის (საარჩევნო სიების, ბეჭდების და ა.შ.) მოპარვა;- ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც, ხელმოწერების მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას;- იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.ასევე, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არცერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება. ამგვარი უკანონო დავალების გამცემებიც და შემსრულებლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს, ბუნებრივია.

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ამგვარი პროვოკაციების პილოტირება გასულ დღეებში უკვე განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზვიად კუპრავას შესრულებით. ვაფრთხილებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამგვარი ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი და ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ქართული ოცნება“ სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამომრჩეველს თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. 2 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა