ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ერთიან სივრცეში იქნება თავმოყრილი

ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ერთიან სივრცეში იქნება თავმოყრილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია რუკაზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.programs.gov.ge. სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს აქვე შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება.

„ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შექმნილი აქტივების შესახებ არსებობს თავმოყრილია იქნება ახალ ინტერაქციულ რუკაზე.

მადლობას ვუხდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ყველა იმ უწყებას და ადამიანს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მნიშვნელოვანი საინფორმაციო რუკის მომზადების პროცესში.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იუსტიციის სამინისტროს წვლილი, რომელიც ჩვენი პარტნიორია. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრებში, იუსტიციის სახლებში - ერთიან სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია;

ხშირად ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რამდენად შეესაბამებოდა რეალობას. ინტერაქციული რუკაზე მოცემულია კონკრეტული საწარმოების შესახებ სრული ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის საიმედო, სარწმუნო წყარო იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავკავდეთ მეწარმეობით, ჩავერთოთ სახელმწიფო პროგრამებში, შევამციროთ სიღარიბე, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, 2013 წლიდან დღემდე, ჯამურად, მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და 52,831 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა