მიხეილ საააკაშვილი - შევიკრიბოთ 3 ოქტომბერს, გავავსოთ თავისუფლების მოედანი - თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს!

ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.

„ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს