მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც არც წამება, არც გაუპატიურება, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება

სააკაშვილის ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ „3 ოქტომბერს მთელი საქართველოდან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად კოლონებს შეუერთდება“. მდინარაძის შეფასებით, ეს ამომრჩევლების შეურაცხყოფაა.

„ეს ნიშნავს თაღლითობას და იმას, რომ ამ თაღლითური გზით მას და მის ტელევიზიებს უნდათ სიტუაციის ადუღება და თავისი ამომრჩევლის მოტივაცია, თან, თვითონ დაუმტკიცოს ნიკა მელიას და მის ფლანგს, რომ მისი დამსახურებაა, დახლოებით 25%, რაც მას რეიტინგი აქვს. პირდაპირ გეუბნებით, უმძიმესი შეურაცხყოფაა მისი ამომრჩევლის, როცა ასეთი თაღლითური "ფეიკებით" და ამ საშუალებებით ცდილობენ ხალხის დარწმუნებას რაღაცაში. თავისი ამომრჩეველიც დასჯის, დარწმუნებული ვარ.

სამართალდამცავების ქმედება იქნება, როგორც კი ფეხს ჩამოადგამს. იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს, მისი ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა