ნიკა ობოლაძე - მოჰყავთ რაღაც ტიპის გაუგებარი წინადადებები, თითქოს რაღაც „ჩატებიდან“ და ამით უნდათ გადაფარონ ის ამბავი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში

მოჰყავთ რაღაც ტიპის გაუგებარი წინადადებები, თითქოს რაღაც „ჩატებიდან“ და ამით უნდათ გადაფარონ ის ამბავი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერას.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” პანიკაშია.

„ქვეყანაში არის მომენტი, როდესაც ყველა უნდა მოვბილიზდეთ და ჩვენი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ახლა არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, მომენტი, როდესაც უახლოეს მომავალში, უახლოეს საათებში დგება რეფერენდუმის დრო. ერთ მხარეს დგას ის ხალხი, რომელმაც წაართვა აწმყო და ართმევს მომავალს, ხალხი რომელიც ახლა არის პანიკაში ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილი არ ჩამოსულა და მოჰყავთ რაღაც ტიპის გაუგებარი წინადადებები, თითქოს რაღაც „ჩატებიდან“ და ამით უნდათ გადაფარონ ის ამბავი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. დღეს ხდება ქვეყანაში ის, რომ არჩევანი გვაქვს წარსულს და მომავალს შორის. “ქართული ოცნება” პანიკაშია, რაღაც საპოლიციო გადაადგილებას აკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა ობოლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ გაასაჯაროვა მიმოწერა, რომელმაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „ჩატებიდან“ გაჟონა.

მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე წაიკითხა შეტყობინება, რომლითაც, მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაევალათ, რომ მთელი დღის განმავლობაში „ღია ტელეფონით“ ესაუბრათ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა