აღსრულების ეროვნული ბიუროს დაარსებიდან 13 წელი შესრულდა

აღსრულების ეროვნული ბიურო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეფექტურ სააღსრულებო სისტემასთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიურო, აგრძელებს როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე, არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო წარმოების გაციფრულებაზე - ე.წ. ,,ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამაზე, რომელიც აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე, რიგი სააღსრულებო მოქმედებების შესრულებას შეძლებს.

„პირველ ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სსიპ-ად დაარსებიდან 13 წელი შესრულდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ბოლო წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ცდილობს, ფეხი აუწყოს მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებას და საქმის წარმოებაში დანერგა/განავითარა ციფრული მმართველობა. განსაკუთრებით, პანდემიის ფარგლებში, ბიურომ მოახერხა, ყველა სერვისი დისტანციურად და ელექტრონულად ხელმისაწვდომი გაეხადა.

ეფექტურ სააღსრულებო სისტემასთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიურო, აგრძელებს როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე, არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.

მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო წარმოების გაციფრულებაზე - ე.წ. ,,ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამაზე, რომელიც აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე, რიგი სააღსრულებო მოქმედებების შესრულებას შეძლებს. პროგრამა მოახერხებს დაზოგოს აღმასრულებლის დროისა და რესურსის დაახლოებით 35 პროცენტი.

მიმდინარეობს გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმის შექმნა, რომლითაც მოქალაქეები სერვისზე მოთხოვნას (აპლიკაციას) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირებენ. ამავდროულად, პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი საქმის მიმდინარეობას თვალყური ელექტრონულად მიადევნოს.

ციფრული არქივი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში ინერგება. საქმისწარმოების დასრულებისთანავე, პროგრამა თავად შეძლებს საქმისწარმოების მიმდინარეობისა და დოკუმენტაციის ასლების დაარქივებას ელექტრონულად, ხოლო დედნები დაუბრუნდება მხარეებს.

როგორც საქმისწარმოების დედნების, ასევე ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის შექმნა-ბეჭდვა და კონვერტირება აღსრულების ეროვნულ ბიუროში ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით განხორციელდება.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს აღსრულების ახალ კოდექსს, რომლითაც ქვეყანაში მთლიანად იცვლება სააღსრულებო სისტემა. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა და სააღსრულებო წარმოებას კერძო აღმასრულებლები განახორციელებენ.

წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გარდა სააღსრულებო წარმოებისა, მომხმარებელს არაერთ უმნიშვნელოვანეს სერვისს სთავაზობს: ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება, შეფასება, ელექტრონული აუქციონი და სხვა. დანერგილია მხარეთა ინტერესების დაცვისა და სოციალური მუშაკის ჩართულობა სააღსრულებო წარმოებაში. მხარეთა მორიგების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 13 წლის გახდა და დღეს ის სრულიად გამჭვირვალე, თანამედროვე ტიპის სახელმწიფო ორგანიზაციაა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა