ეკა ხერხეულიძე - მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო - ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკიანი გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, "დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას".

"იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს.

მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკიანი გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც. ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ. ესეც მალე ჩაივლის. ხვალ ყველანი რეფერენდუმზე",- წერს ეკა ხერხეულიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა