ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, 15-მდე ქვეყნის დელეგატს ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

„ გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა