საგარეო უწყება - უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი.

„უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე”, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს