სახალხო დამცველი - როგორც სააკაშვილი აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული - არ ეთანხმება მსჯავრს და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება იმ განაჩენს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი.

„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.

როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა