გიორგი გახარია - ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“ - ეს დადასტურდა

მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ „ოცნება“ მას ამნისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, ქართველი ბრძენი კაცი შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე იმას, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ მასკარადს აწყობენ“.

„ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ და მიშა სააკაშვილის ადგილი ციხეშია.

ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად, შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“, „ოცნება“ შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში, ეს დადასტურდა.

იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი რომ „ოცნება“ მას ამინისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა. ქართველი კაცი ბრძენია. ეს ქვეყანა კი ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების.

როდესაც „ნაცები“ და „ოცნება“ პირველ ოქტომბერს ერთად გვიწყობენ ასეთ მასკარადს სიმბოლურად არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი, ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე.

დარწმუნებული ვარ, მომავალს აირჩევს და წინსვლას, არა „ნაცების“ 9 წლიან და „ოცნების“ 9 წლიან წარსულში დაბრუნებას.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც როგორც ჩანს, მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება“,- აღნიშნავს გახარია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო