ირაკლი კობახიძე - ქართველმა ამომრჩეველმა დღეს მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რომ მათ ამის საშუალება მისცეს

ქართველმა ამომრჩეველმა დღეს მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ რომ მათ ამის საშუალება მისცეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, პროვოკაციები მოსალოდნელია, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაფრთხილებული არიან, რომ უხეში ფორმით არცერთ პროვოკაციას არ დაუპირისპირდნენ.

„რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდად ისეთ გარემოში, როგორც ქართველ ამომრჩეველს სჭირდება. ქართველმა ამომრჩეველმა დღეს მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რომ ამის საშუალება მისცეს. პროვოკაციებს, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუმცა ყველა გვყავს გაფრთხილებული, რომ არავითარი ფორმით, უხეშად არ დაუპირისპირდნენ არცერთ პროვოკაციას. ჩვენ გვჭირდება მოთმინება და მშვიდი გარემო ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა