გიგა ბოკერია - ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მოცილება, მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ მხარი პროდასავლურ ოპოზიციას

ვისაც სჯერა, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის ის, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ ვიყოთ, მოვუწოდებ "ევროპულ საქართველოს” დაუჭიროს მხარი. იციან, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ გვეთანხმებიან იციან, რომ მათ არ ვატყუებთ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.

მისი თქმით, საარჩევნო და ხმის მიცემის უფლება, არის უფლება შენი ქვეყნის და საკუთარი თავის ბედი გადაწყვიტო.

"ყველა მოქალაქის ვალია გამოიყენოს ეს უფლება და იყოს პასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც კი მიმიღია მონაწილეობა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გავაღწიოთ პოსტ-საბჭოთა ჭაობიდან, დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რასაც შეეწირა უამრავი თაობა, რაზეც ჩვენი საზოგადოების დამფუძნებელი ადამიანები საუბრობდნენ და შეწირეს სიცოცხლეც კი. ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მოცილება, მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, ვისაც სჯერა, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის ის, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ ვიყოთ, მოვუწოდებ “ევროპულ საქართველოს” დაუჭიროს მხარი. იციან, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ გვეთანხმებიან იციან, რომ მათ არ ვატყუებთ. ყველა სხვა შემთხვევაში მხარი დაუჭირეთ იმ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომლებიც არიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები, ჩემს ოლქში ასეთი არის ბათუ ქუთელია. ჩემი ხმა გამოვიყენე იმისთვის, რომ ივანიშვილისგან მომავალი საფრთხე გავანეიტრალოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა", - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა