ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით, ვიდრე ვინმეს წამოგიდგენიათ - ის, რომ პოლიციამ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღო, მეტყველებს იმაზე, ვინ არის ჩამოშლილი

მოსახლეობას ვეტყვი - ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ.

„ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს, თქვენ წარმოგიდგენიათ და მათ წარმოუდგენიათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი მშვიდობიანი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო და მომენტი, როცა სააკაშვილი იყო ამ ბინაში მარტო. ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ. რაც შეეხება უკრაინულ მხარესთან ურთიერთობას, მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს. თუნდაც, მეგის ქარდავას საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მგონი მიუთითებს, რომ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი გვესმის, რომ არის ფორმალური ხასიათის განცხადებები. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე, ღია და ჩვენ კითხვებს პასუხგაუცემელს არ დავტოვებთ. პოლიცია ყოველთვის აფასებს რისკებს და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები. ამის თაობაზე რა რისკები იყო, თვითონ შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ დამატებით კომენტარებს. მე დეტალების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა