ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას - ხალხს სჭირდება დამშვიდებას, სიწყნარე, განვითარება

რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ჩვენს ხალხს, საზოგადოებას სჭირდება დამშვიდებას, სიწყნარე, განვითარება, - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის.

„კეთილდღეობა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, მეტი სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და გაერთიანება. ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება, მიზანი. რაც შეეხება ზოგადად, საარჩევნო დღეს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა