ცესკო-ს სპიკერი ირაკლი ღარიბაშვილზე - წესი არის წესი  და არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია, ეს წესი უნდა დაიცვას

წესი არის წესი და არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია, ეს წესი უნდა დაიცვას, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემამდე უბანზე იდენტიფიკაციისთვის პირბადე არ მოიხსნა.

„ამომრჩეველი მიდის პირბადით უბანზე და მას ორჯერ იხსნის, ერთხელ როდესაც ნაკადის მომწესრიგებელთან მიდის და მეორედ - რეგისტრატორთან, როდესაც ფოტოსურათის შესაბამისობა უნდა დადგინდეს. პირბადეს ის იხსნის რამდენიმე წამით. მე არ მინახავს კადრები მოიხსნა თუ არა პრემიერ-მინისტრმა პირბადე. ძალიან სამწუხაროა. წესი არის ყველასთვის წესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი თანამდებობის პირია. ყველა უნდა დაექვემდებაროს წესებს! ეს არის ჩვენი მოწოდება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა