ბათუმში სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კიდევ ერთი ქალაქი, სადაც სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ბათუმია.

105 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 34 უბნის მონაცემებით, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას 42,34 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ კანდიდატს, ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მას 41,49 პროცენტი უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს