თბილისის საკრებულოში 6 პარტია შედის - 50 მანდატიდან  28 „ქართულ ოცნებას“, 21 ოპოზიციას აქვს მიღებული, 1 მანდატის ბედი კი საბურთალოზე მეორე ტურის შედეგად გაირკვევა

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, მანდატების უმრავლესობას აიღებს.

დედაქალაქის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 621 უბანი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისისთვის დადგენილი 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში სავარაუდოდ ასე განაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების მხოლოდ 38.16% აქვს მიღებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ - 13 მანდატი,

„გახარია საქართველოსთვის“ - 4 მანდატი,

„ლელო“ - 2 მანდატი,

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 1 მანდატი,

ანა დოლიძის პარტია“ - 1 მანდატი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია