ბათუმში „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე - საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და თავმჯდომარეც ოპოზიციონერი იქნება - ბათუმი „ოცნებამ“ წააგო

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში „ქართული ოცნება“ ბოლომდე დამარცხდა და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.

როგორც კირთაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ბათუმის 35-კაციან საკრებულოში 19 მანდატი არის ოპოზიციის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.

„43%-ზე მეტი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აქვს საქართველოში, დანარჩენი პროცენტები არის დაშინებით, შანტაჟით და მოსყიდვით შევსებული. 100-ზე მეტი საჩივარი მხოლოდ ჩვენს მიერ იქნა შეტანილი საუბნო და საოლქო კომისიაში. ვითხოვთ გადათვლას შესაბამისი უბნების. დღეს ლოტოტრონით შერჩეული უბნების გადათვლა მიმდინარეობს ბათუმში. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა ბოლომდე. არათუ მეორე ადგილზე გავიდა მათი კანდიდატი, არამედ საკრებულოში უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლესობაში არის ოპოზიცია და ბათუმი „ოცნებამ“ წააგო. რწმენა, რომ ოპოზიციას არჩევნების გზით გამარჯვება შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტად არის განმტკიცებული და მეორე ტურებში უფრო მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ.

უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში უკვე ნამდვილად არის ოპოზიციური. საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები ბათუმის საკრებულოში იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. 19/16-ზეა თანაფარდობა 35-კაციან საკრებულოში, 19 არის ოპოზიციის მანდატი“, - განაცხადა კირთაძემ. ინფორმაციისთვის, ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური იქნება. პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა სწორედ გიორგი კირთაძემ მიიღო. მეორე ტურში კირთაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს დაუპირისპირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა