ძლიერი წვიმის შედეგად მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესები განვითარდა

ძლიერი წვიმის შედეგად მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ხულოში სოფელ ხიხაძირის მიმართულებით გადაადგილება ცალმხრივად არის შესაძლებელი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დამეწყრილი ტერიტორიების ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით მეწყრული პროცესები განვითარდა.

დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

ყინჩაური წაბლანას გზაზე ჯერჯერობით გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა, საჭიროა გეოლოგიური სამსახურის ჩართვა დამეწყრილი ადგილმდებარეობის შესასწავლად.

ადგილობრივები, დროებით, შემოვლითი გზით შეძლებენ სარგებლობას.

ქედაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება",- აცხადებენ უწყებაში

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს