გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის.

ამის შესახებ მან რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან დაკავების მომენტში ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. დაემთხვა შაბათ-კვირა. ის არის მხნედ. აგრძელებს შიმშილობას და მიაჩნია, რომ ამ ფორმით გამოხატავს ბრძოლის გაგრძელებას. მისი პოზიცია არის, რომ ბრძოლა გრძელდება. ის, რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ეს ცხადზე ცხადია. შესაბამისად, გრძელდება მისი გადმოსახედიდან ყველაფერი. მისი შეფასებით, არჩევნებზე კარგი შედეგებია. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული სხვა ტიპის მესიჯები მისგან არ მიგვიღია.

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ის საქართველოში, თავის სამშობლოში არის ჩამოსული და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას. ალბათ, უარს იტყვის ექსტრადირებაზე. მისი პოზიციაა, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა „ფორმულასთან“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს