დავით კირკიტაძე - თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს

თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კატასტროფულად წააგო.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც პირველ ტურში, ისე დამარცხდება „ქართული ოცნება“ მეორე ტურში. მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 36 პროცენტი აიღო ანუ რუსთაველების უმრავლესობა მას მხარს არ უჭერს. თუ რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას რაიმეს სანაცვლოდ გაურიგდება, ის პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებს...

რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური“, - განაცხადა კირკიტაძემ.

რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. საპატიმროსთან იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა