რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც სიტყვით გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებიან ემიგრანტებიც.

სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციაზე ისმის მუსიკა, მათ შორის "მიშა მაგარია".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა