ფოთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მათივე ინფორმაციით, პედაგოგებს და პატარა აღსაზრდელებს ახალი ბაღის გახსნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

„ბაღის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მარინე ზარანდიას ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი კოვიდ რეგულაციების დაცვით დაიწყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება