გიგი წერეთელი - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა, რაც არის დიდი იმედგაცრუება, მათი მხრიდან მხარდაჭერის მიუხედავად ყველა არჩევნების შეფასება უარესდება

ეს იმედგაცრუება არ უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში, ახლა მეორე ტური არის მოსაგები და ამის შემდეგ საჭიროა ამ სისტემის დემონტაჟი და ახალი ნორმალური პროცესის წარმართვა ქვეყანაში, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასეთ შეფასებებს აღარ მოიტანს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას.

„ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო შეფასებებს, ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება, ეუთო/ოდირის მისია ძალიან მძიმე დარღვევებზე მიუთითებდა, შესაბამისად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა, რაც არის დიდი იმედგაცრუება, მათი მხრიდან მხარდაჭერის მიუხედავად ყველა არჩევნების შეფასება უარესდება.

ეს არის ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს იმედგაცრუება არ უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში, ახლა მეორე ტურია მოსაგები და ამის შემდეგ საჭიროა ამ სისტემის დემონტაჟი და ახალი ნორმალური პროცესის წარმართვა ქვეყანაში, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასეთ შეფასებებს აღარ მოიტანს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და „დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი“.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა