ლევან იოსელიანი - „იმედის“, გირგვლიანის, გელაშვილის საქმე - ამის გამოძიებას ვითხოვდით იმ პერიოდში ყველა, ამ საქმეებთან მიმართებით სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი

„იმედის“, გირგვლიანის, გელაშვილის საქმე - ამის გამოძიებას ვითხოვდით იმ პერიოდში ყველა, ამ საქმეებთან მიმართებით სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ ვთვლი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი სააკაშვილთან დაკავშირებით როგორიც არის, ლოგიკურია.

"სააკაშვილზე ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად, არ მიყვარს იმ ადამიანებზე კომენტარის კეთება, ვინც ციხეშია. ერთ რამეს ვიტყვი - ლოგიკურია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავის დღის წესრიგით ცდილობს მის გათავისუფლებას. რაც შეეხება იმ საქმეებს, რაზეც არის გასამართლებული - იმედის საქმე, გირგვლიანის საქმე, გელაშვილის საქმე - ამის გამოძიებას ვითხოვდით იმ პერიოდში ყველა და მე არ ვთვლი, ამ საქმეებთან მიმართებაში სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, სხვა საქმეებს არ ვიცნობ"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა