ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრს ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის არც ერთ წევრს ხმა არ მიუცია.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება 29 ივლისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, მელიამ 3 აგვისტოს წარადგინა.

“ერთი ადამიანის პოლიტიკურად ახირებულ ნებას პარლამენტი მუდმივად წინ ვერ აღუდგება“, - ასეთი იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია, საკითხის პლენარულ სხდომაზე წარდგენისას.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინა შემთხვევაში, როცა პარლამენტში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე 54 ოპოზიციონერი დეპუტატის ანალოგიური შინაარსის განცხადებები იყო წარდგენილი, “არ დაკმაყოფილდა, რადგან არ სურდათ, საქართველოში დემოკრატია სწრაფად დასამარებულიყო, მათ შორის იმ ადამიანის კარნახით, რომელიც ახლა საპყრობილეშია და რევოლუციური პროცესებით არის დაინტერესებული“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია