თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიებაში დაეხმაროს

თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „უწყების“ წარმომადგენელმა ინა სემიონოვამ განაცხადა.

ე.წ. გენერალური პროკურატურა ითხოვს, საქართველო დაეხმაროს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მონაწილეობის დადგენაში, საქმეში, რაც 2014 წლის თებერვალში, კიევში, თავისუფლების მოედანზე ადამიანთა დახვრეტას უკავშირდება.

„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს: ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას კიევში, თავისუფლების მოედანზე 2014 წლის თებერვალში სამოქალაქო პირთა და მილიციის თანამშრომელთა დახვრეტას, მიღებული მონაცემები მიაწოდოს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე აღნიშნულმა დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება