გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილზე - როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა,

გიგა ბოკერია თქმით, ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ამოცანასთან დაახლოებას, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია.

„მე მგონია, რომ ივანიშვილის ამ გამორჩეული „კლოუნის“ მცდელობა, რაღაც ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საგანგაშოა ეს მდგომარეობა.

როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მეორე ტურში ვცადოთ ამ რეჟიმის მორყევა, ამ საფრთხის შემცირება და დაახლოვება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ხელისუფლების შეცვლა ჰქვია“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი