ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე - კალიურანდი მიხვდა და სავარაუდოდ, სხვებიც მიხვდებიან, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის ლიდერის ბოლო გაფართხალება

კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული განვითარებისთვის მუხრუჭია.

"უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები, მათ შორის, მარია კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება და მეტი არაფერი. მცდელობაა ქაოსის, დესტაბილიზაციის, მაგრამ რეალურად ნახეთ, რომ მიშა აქ იქნება თუ გარეთ, მათ აქვთ 25-27 პროცენტის ფარგლებში. მე რომ ვიყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ღმერთმა დამიფაროს, მიშას გვერდით გაწევა მათთვის უკეთესი იქნება, შეიძლება პარტიამ განვითარება ჰპოვოს, ის არის პარტიული განვითარების მუხრუჭი. თუმცა, მწვალებელთა პარტიიდან რა გამოვა, არ ვიცი,"- განაცხადა ზარქუამ.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

„როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა.

ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით რა მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ მის შიდა საქმეებში არ ჩავერევით, თუმცა დავაკვირდებით, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა