ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მზად არის გაიაროს ნებისმიერი ნარკოტესტი

ნარკოტესტთან დაკავშირებით პოზიცია იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის გაიაროს ნებისმიერი ნარკოტესტი. როგორც ფსიქოტროპულ, ისე მასუბუქ და მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის უფლება, ასევე არ აძლევენ ტელევიზორს, იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში და ადვოკატები ციხეში შედიან იმისთვის, რომ ნახონ და გადასცენ ყველა ის ინფორმაცია, რაც პოლიტიკურ დღის წესრიგია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იცით, რომ ის შიმშილობს, ამ ეტაპისთვის თავს კარგად გრძნობს. ექიმთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უარს ამბობს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევაზე. შემდგომში უკვე,ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენსაც მისცემს იმდენ ხანს გააგრძელებს შიმშილობას, - აცხადებს გიორგი გელხაური.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს