გიორგი გახარია - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს ფარულ მოლაპარაკებას, სანაცვლოდ კი გვპირდებიან თანამდებობებს - „ოცნება“ ცდილობს საკრებულოში ჩვენი წევრების გადაბირების შედეგი დააყენოს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.

ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.

“დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრივ “ოცნება” ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს მსხვილ ქალაქებში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა