გიორგი ბარამიძე - ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს

ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს და არაფერში არ შევუთანხმდებით, ეს არის კიბო ჩვენი საზოგადოების სხეულზე, რომელიც უნდა მოვიცილოთ, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

ბარამიძის შეფასებით, დიალოგის მომხრე იმ პოლიტიკურ ძალასთან იქნებიან, რომელიც არა ბუტაფორიული ოპოზიცია, არამედ „რეჟიმის ნამდვილი ოპოზიციაა.“ მისივე თქმით, პუტინის ტყვეობაში მყოფი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი მათ ამხნევებს და ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს აძლევს.

„პოლიტსაბჭოზე განხილვის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, შიმშილობა და მისი გმირული თავგანწირული ნაბიჯი არის უმნიშვნელოვანესი სტიმული თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ვებრძოლოთ ამ პუტინისტურ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაშია. მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეობაში მოშიმშილე გვამხნევებს და გვაძლევს ვაჟკაცური ბრძოლის მაგალითს. ბუნებრივია, ეს არის როგორც საპროტესტო აქციები, ასევე რეჟიმის არალეგიტიმურობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად მეორე ტურებში მთელს ოპოზიციასთან ერთად დიდი ბრძოლა უნდა გავმართოთ, რაც იქნება სერიოზული ნაბიჯი საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუ მანამდე საერთაშორისო საზოგადოებასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მანამდე მოვახერხოთ.

კოორდინაცია უკრაინის მთავრობასთან არ გვაქვს, მათ ჩვენთან კოორდინაცია არ სჭირდებათ. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, თუ რას აპირებს იგი“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა