გია ვოლსკი - ვისი შიმშილიც არ აწყობდა იმ ხელისუფლებას, აჭმევდნენ კიდეც ძალით და არც მუშტის ცხვირში რტყმა დაუკლიათ

ვისი შიმშილიც არ აწყობდა იმ ხელისუფლებას, აჭმევდნენ კიდეც ძალით და არც მუშტის ცხვირში რტყმა დაუკლიათ, ამას სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ყველაფერს, როცა პატიმრები ვალდებულები იყვნენ, რომ ლოგინის ქვეშ შემძვრალიყვნენ, როგორც კი ზედამხედველი შემოვიდოდა საკანში - თუკი იშიმშილებს, იქვე უნდა მოიგონოს, რასაც სჩადიოდა პატიმრების მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად ჰუმანური დამოკიდებულება აუცილებელია.

„ჰუმანურობა არის თემა, რომელიც უნდა ახასიათებდეს ნებისმიერ ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ჰუმანურობა ახასიათებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შიმშილობს, ან ცუდ მდგომარეობაშია ჯანმრთელობის თვალსაზრისით ჩავარდნილი, იმსახურებს ყოველთვის გარკვეულ თანაგრძნობას. თუმცა, ისიც უნდა მოვიგონოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობდა და ვისი შიმშილიც არ აწყობდა იმ ხელისუფლებას, აჭმევდნენ კიდეც ძალით და არც ძალადობა და მუშტის ცხვირში რტყმა დაუკლიათ ვინმესთვის, ამას სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ყველაფერს, როცა პატიმრები ვალდებულები იყვნენ, რომ ლოგინის ქვეშ შემძვრალიყვნენ, როგორც კი ზედამხედველი შემოვიდოდა საკანში. ეს რეალობა იყო და ეს რეალობა სააკაშვილმა შექმნა.

თუკი გარკვეული პერიოდი იშიმშილებს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ვითარებისადმი, იქვე უნდა მოიგონოს, რასაც თვითონ სჩადიოდა პატიმრების მიმართ. თუმცა, ვიმეორებ, როცა მძიმე მდგომარეობაშია პატიმარი, მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არის აუცილებელი, თუნდაც, ისეთი ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს სადისტური მართვის სისტემა შექმნა და საფუძველი ჩაუყარა. უფრო მეტიც, მისი დანაშაული არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანებს აწამებდა ან მისი სისტემა ქმნიდა ადამიანის წამებისთვის ჩვეულებრივ განზომილებებს, არამედ შექმნა ადამიანების კასტა, ვინც აწამებდა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, როცა სხვა შემთხვევაში, ახალგაზრდა ხალხს, რომლებიც დღეს მწამებლებად არიან შერაცხულები, შეიძლება სულ სხვა ცხოვრების სულ სხვა პერსპექტივა ჰქონოდა. მან შექმნა ეს სისტემა, ამ სისტემის მამამთავარია და ახლა, დღეს ის შიმშილობს და ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივად, როგორც არის დადგენილი წესი და ნორმები, ისე უნდა იმოქმედოს ციხის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემამ და ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და არც მისი შიმშილი განაპირობებს მის მიმართ მართლმსაჯულების დამოკიდებულებას.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა