საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 213 დელეგატი იყო რეგისტრირებული.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციაშია ნათქვამი, ყრილობაში მონაწილეობა 200-მა დელეგატმა მიიღო. მათგან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 184-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 3, ხოლო 9 ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

„საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაერთიანების თავმჯდომარეს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს.

პროფკავშირების თავმჯდომარის გამოსავლენად საჭიროა ერთ-ერთმა კანდიდატმა ყრილობის მონაწილე დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტი (50+1%) მიიღოს.

არჩევნები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობაში გაიმართა.

ირაკლი პეტრიაშვილის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის პერიოდში განხორცილდა პროფკავშირების ძირეული რეფორმა, რის შედეგადაც ინტენსიურად დაიწყო დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლა.

ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი