ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დაგვრჩა, არის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს

„ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დაგვრჩა, არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს.

„დღეს ჩვენ გვაქვს „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილი. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს. ქვეყანა აღარ ყიდულობს „ასტრაზენეკას“, არც დონაციით არ მივიღებთ“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. მოქალაქეებს მხოლოდ „ასტრაზენეკას" მეორე დოზებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა