რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მათ დაწერილი აქვთ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმებმა მოინახულონ.

ამასთან, ბასილაიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება შვილებს და დედას სურთ და ამაზეც განცხადება უკვე დაწერილია.

„გუშინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ მიხეილ სააკაშვილი, მას ტელევიზორი არ ჰქონდა. ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია და შესაბამისად, ჩვენი დადანაშაულება, რომ ტყუილი ვთქვით, არის აბსურდი. რაც შეეხება ექიმებს, ჩვენ განცხადება დაწერილი გვაქვს პენიტენციურ სამსახურში და ველოდებით მათგან პასუხს. ნიკა ყიფშიძე და ეკატერინე მხეიძე მზად არიან, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი გააჩნიათ და თუ იქნება ნებართვა, ისინი მოინახულებენ მიშას. აქ არ არის ამ შემთხვევაში რაიმე უნდობლობაზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ აქ მყოფი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან და ამ წუთისთვის მათ მიმართ პრეტენზიას არ გამოვხატავთ, უბრალოდ ადამიანს ჰყავს პირადი ექიმი და ბევრად უფრო შესაბამისია მასთან გაიაროს კონსულტაცია ამ მძიმე პერიოდში.

მიშასთან შეხვედრას ითხოვენ მისი დედა და შვილები და ამაზეც უკვე დაწერილია შესაბამისი განცხადება", - განაცხადა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა