ლევან იოსელიანი - გირგვლიანის, „იმედის“, გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე კი საერთოდ შეუძლებელია პოლიტიკური მოტივი არსებობდეს

გირგვლიანის, „იმედის“, გელაშვილის ცემის საქმეებზე, სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, რაც შეეხება საზღვრის უკანონო კვეთას, საერთოდ შეუძლებელია პოლიტიკური მოტივი არსებობდეს - მან დანაშაულებრივი გზით გადაწყვიტა შემოსულიყო ქვეყანაში, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იოსელიანი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროპარლამენტის 750 დეპუტატს სხვადასხვა აზრი აქვს და არც ერთი ევროპარლამენტის ერთიან პოზიციას არ ასახავს.

„750 პარლამენტარია ევროკავშირში და ყველას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა აზრი, არიან პარლამენტარები, რომლებიც არიან სააკაშვილის მხარდამჭერები, ვინც გულშემატკივრობენ და ასევე არიან საპირისპირო აზრის მატარებლები. ჩვენ სხვადასხვა განცხადებები ვნახეთ. ეს არ არის ევროპის საბჭოს საერთო აზრის გამოხატულება - არც ერთი და არც მეორე. ნუ გავაკეთებთ ინტერპრეტაციას, რომ ერთმა რომ თქვა, ეს ასეა, ან მეორემ რაც თქვა, ასეა.

სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება რამდენჯერმე გამოვხატე, იმ მსჯავრთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს გირგვლიანის საქმეზე, „იმედის“, გელაშვილის ცემის საქმეზე, პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ახალ საქმეს, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთაზე აღიძრა, საერთოდ შეუძლებელია პოლიტიკური მოტივი არსებობდეს, მან დანაშაულებრივი გზით გადაწყვიტა შემოსულიყო ქვეყანაში,“ - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას სააკაშვილზე, იოსელიანის თქმით, ის აბსოლუტურად ემიჯნება სიძულვილით სავსე განცხადებებს ყველა მხრიდან.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარ განცხადებას გადადგომა მოჰყვებოდა.

„ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება