ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მისი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, 12 ოქტომბერს მას და სავარაუდოდ, მის ოჯახის წევრებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

ჩარკვიანის თქმითვე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეს კვალიფიკაციაც მიენიჭა და გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გარდაცვლილის მამამ შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა