აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც კონტაქტური იყო და ახლა მას უტარდება კვლევები

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, იგი კონტაქტურია და ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.

„სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია მხოლოდ ერთი პაციენტი, ქალი, რომელიც კონტაქტური იყო და ახლა მას უტარდება დიაგნოსტიკური კვლევები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით იქნება ცნობილი. სხვა დაზარალებულთა ამოყვანა გრძელდება. მეტი ინფორმაცია გადაყვანის შესახებ არ გვაქვს. დღის განმავლობაში ბავშვთან მიმართებაში რა ინფორმაციაც იყო გავრცელებული, დასტურდება, ის კარგად არის და გაწერილია ბინაზე.

ჩვენ მობილიზებული გვყავს ყველა კლინიკა, ყველა მზად არის ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მისაღებად. ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საჭიროების შემთხვევაში ყველა დაზარალებულს მიეწოდება ადეკვატური სამეციდინო სერვისი. ფსიქოლოგიების მობილიზება დღესაც გვქონდა ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში სერვისის გასაწევად. მომდევნო დღეებში, ყველას საჭიროების მიხედვით, გაეწევა აღნიშნული სერვისი“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა