საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ისნის „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატის ბესიკ დონაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის იმის დადასტურება, რომ ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები რა შედეგებსაც დაწერენ, სასამართლო დაადასტურებს.

„ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-16 და 26-ე უბნის გახსნა, აღნიშნული საჩივარი ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ჩვენ გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და შემოვედით სასამართლოს პირველ ინსტანციაში, დღეს, 11:00 საათზე იყო გამოცხადება და როგორც ყოველთვის, სასამართლომ "ევროპული საქართველოს" საჩივარი არ დააკმაყოფილა, გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და უბნების გახსნაზე უარი თქვა. ეს არის იმის დადასტურება, რომ ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიები რა შედეგებსაც დაწერენ, სასამართლო დაადასტურებს, უბნები არ გაიხსნება და შესაბამისად, დარჩება ის შედეგი, რაც დღეს არის“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი