ბათუმში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმაც

8 ოქტომბერს ბათუმში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმებს ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. ძმებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა ესროლა.

"ინციდენტში მონაწილე პირები პოლონეთში ერთად იყვნენ სამუშაოდ წასული. ახლახანს დაბრუნდნენ უცხოეთიდან. როგორც ჩვენ გავიგეთ, მეზობელმა ძმები მათივე სახლში ჩაცხრილა. კონფლიქტი, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება",- აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ - ერთი მეზობელი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108- ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა