თაკო ჩარკვიანი - იძახოს ახლა ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ, აქცია არა 10-ში, არამედ 14-ში სჯობსო - ახლა თუ მიხვდა ზოგიერთი „დუპლეტი“ და „დუპლეტკა“, რატომ უნდა გვეჩქარა?!

„სახალხო მოძრაობის“ ხელმძღვანელი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გასამართი აქციის დაგვიანებაზე საუბრობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, როცა ადამიანი შიმშილობს, ფართომასშტაბიანი აქციის გაკეთება დროულად სჯობს.

„სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს"- ექიმი ...

ახლა თუ ხვდება „ზოგიერთი" ამბიციური "დუპლეტკა", რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომასშტაბიან აქციას აჯობებს -თქო. იძახოს ახლა „ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ" არა 10, არამედ 14 სჯობსო. კაცი შიმშილობს და როგორ სჯობს დალოცვილო დაგვიანება?! ამ დრომდე აქცია ვერ გააკეთეს. ვაი, ჩვენი ქვეყნის პატრონს ამდენი ტუტუცის, ამბიციურის ხელში... აქ მდაბიო სტატუსებით ძალიან "ქაჯურ" ჭორაობას (ვისაც ეხება) გაერთიანებისთვის და დროული დიდი აქციისთვის მოგეწოდებინათ. ახლა თუ მიხვდა "ზოგიერთი " "დუპლეტი" და "დუპლეტკა" რატომ უნდა გვეჩქარა?!

ირბინეთ ახლა გაყალბებული მეორე ტურისთვის! დაეჯინეთ დაჭერილ დევნილ კაცს!“- წერს თაკო ჩარკვიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა