საერთაშორისო ექსპერტები ვალერი გელაშვილის საქმეზე - არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორცელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა

ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხელ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ მიმართ განხორცელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში, რომელიც გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

როგორც ექსპერტები დასკვნაში აღნიშნავენ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და პროკურატურამ სასამართლოს მიმართოს.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიონალურ დონეზე“, - აღნიშნულია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეებში (პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა; ტელეკომპანია იმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე) მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურამ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

იხილეთ დოკუმენტი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია