2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 214 600  ადამიანია დასაქმებული, 344 600 პირი უმუშევარი, 381 800 კი თვითდასაქმებულია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 214 600ადამიანია დასაქმებული, 344 600 ადამიანი უმუშევარი, 381 800 პირი კი თვითდასაქმებულია. როგორც „ინტერპრესნიუსის” მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში 2021 წელის მეორე კვარტლის აღრიცხვით, 15 წელს ზემოთ ასაკის 3 032 000 ადამიანია, საიდანაც სამუშაო ძალა (აქტიური მოსახლეობა) 1 559 100-ს შეადგენს, დაქირავებული 831 700-ს, თვითდასაქმებულია 381 800 პირი. საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 22.1%-ია, სამუშაო ძალის მონაწილეობის (აქტიურობის) დონე 51.4%-ია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40.1%-ს შეადგენს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა 33% არის ქალი, ხოლო 48.1% არის კაცი. დასაქმებულთა 41.9% ქალაქში მუშაობს, ხოლო 37.7% სოფლად არის დასაქმებული.

უმუშევარი მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 124 200 პირი არის ქალი, ხოლო 220 400 მამაკაცია. 2020 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა 3 018 500-ს შეადგენდა, საიდანაც 1 241 800 ადამიანი დასაქმებული, ხოლო 281 900 უმუშევარი იყო.

დასაქმებულთაგან 2020 წელს 33.9% ქალი იყო, ხოლო 49.5 კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს 393 300 ადამიანი დედაქალაქში იყო დასაქმებული.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს