მერის არჩევნებში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, ხმები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს დაემატათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მერის არჩევნებში ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, ხმები მხოლოდ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატებს დაემატათ.

თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს 6 ხმა დაემატა, რუსთავის მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს - 20 ხმა, ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი 2 ხმა დაემატა.

„ქართული ოცნების“ მერობის სხვა კანდიდატების შემთხვევაში გადათვლის შედეგად დამატებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი - 12 ხმა,

თელავის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი -1 ხმა,

წალკის მერობის კანდიდატი ილია საბანაძე - 1 ხმა,

თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი გიორგი წიკლაური - 10 ხმა,

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე -1 ხმა,

გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 1 ხმა,

ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი -2 ხმა,

ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი -1 ხმა,

წყალტუბოს მერობის კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე -1 ხმა,

ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე - 1 ხმა

ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე - 1 ხმა.

უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლის შედეგად ყველაზე მეტი 258 ხმა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ყვარლის მერობის კანდიდატს გიორგი გიგილოშვილს დააკლდა.

“მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის დედაქალაქის მერობის კანდიდატს ქეთევან ნაკაშიძეს 96 ხმა დააკლდა.

რაც შეეხება სხვა პარტიების დედაქალაქის მერობის კანდიდატებს, კახა კალაძეს ჯამში 6 ხმა დააკლდა გადათვლის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას -, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატს თამარ კეკენაძეს -1 და გიორგი გახარიას ჯამში 3 ხმა დააკლდა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე კი მცირედით არის მონაცემები შეცვლილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს