პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
თამარ კეკენაძე

ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. არის პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და CAMCA Regional Forum-ისა და CAMCA Network-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფუნქციონირებს Donald Rumsfeld Foundation-ის მხარდაჭერით და აერთიანებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, მონღოლეთისა და ავღანეთის ლიდერებს, მიზნად რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას ისახავს.

განათლება

თამარ კეკენაძე არის სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხის კანდიდატი თავისუფალ უნივერსიტეტში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრის ხარისხი. არის Donald Rumsfeld Foundation-ის და სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის განვითარების აკადემიისსტიპენდიატი.

აკადემიური საქმიანობა

2021 წლიდან კეკენაძე ხელმძღვანელობდა Advance Research and Policy Development Institute- ბრიტანეთის უნივერსიტეტში საქართველოში. 2022-2024 წლებში ის იყო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და ამოქმედდა ინგლისურენოვანი საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ასევე კურირებდა უნივერსიტეტის პარტნიორობით ბუკინგემის უნივერსიტეტთან მოქმედ პროგრამებს.

პროფესიული საქმიანობა

2012–2015 წლებში კეკენაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მისიას ნატოსა და ევროკავშირში, ბრუსელი, ბელგია. 2009–2011 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამმართველოს უფროსი. 2005–2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ახალი თაობაახალი ინიციატივა, სადაც კურირებდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს.

ჯილდოები და სტაჟირება

2008 წელს დაჯილდოვდა ახალგაზრდა ევროპელის (Young European 2008) ტიტულით ჰაინც შვარცკოპფის ფონდისგან — ევროპული ღირებულებების გავრცელებასა და საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამავე ჯილდოს ფარგლებში, 2009 წელს სტაჟირება გაიარა ევროპარლამენტში (ბრიუსელი, ბელგია), პრეზიდენტის კაბინეტში, სადაც მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

ახალგაზრდული საქმიანობა

2007–2009 წლებში იყო ევროპის ახალგაზრდული ფორუმის (European Youth Forum, ბრიუსელი) გამგეობის წევრი, სადაც მუშაობდა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 2005–2008 წლებში საქმიანობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნულ საბჭოში (NCYOG), სადაც კურირებდა საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას. 2004 წელს დააარსა AEGEE-Tbilisi, რომელიც გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ადგილობრივი წარმომადგენლობა ევროპის სტუდენტური ორგანიზაციის AEGEE-ს (Association des États Généraux des Étudiants de l'Europe).

პოლიტიკური საქმიანობა

2020–2024 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა კოალიციამ „მესამე ძალა“ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
თამარ კეკენაძე მარტა კოსის განცხადებაზე - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროინტეგრაცია 2 წლის წინ გააჩერა და სასაცილოა ვითომ წუხილი, რატომ არ ვესწრებით გაფართოების საკითხზე ღონისძიებებს - სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ევროპულ ინტეგრაციას მომავალი არ აქვს
თამარ კეკენაძე - საქართველოს მართავს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი, დაიცვას სუვერენიტეტი და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაოს იმაზე, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა
თამარ კეკენაძე - 10-თვიანი ლოდინის რეჟიმი ბუნებრივი რეაქცია იყო გერმანიის მხრიდან, იმ რეალობაში, როცა „ოცნება“ პარტნიორებს ყველაფერს აბრალებს, ელჩს კიდევ კარგად ექცეოდნენ - რაც შეეხება თელავში მომხდარს, „ქართული ოცნება“ რომ მორალს გვიკითხავს, ცინიკურია
თამარ კეკენაძე - ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს გარეშე: ევროკავშირის გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს წარმატებით ახორციელებენ, ეტაპობრივად უახლოვდებიან ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას
თამარ კეკენაძე - მიხარია, რომ გერმანიის ელჩი მშვიდობით წავიდა და ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლი არ გახდა, ცოტნე ივანიშვილს კი, გავა დრო და შერცხვება იმის, რა ტიპის ძალადობრივი ხროვაც მამამისმა ჩამოაყალიბა
თამარ კეკენაძე პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე - კანონის წინაშე ყველა თანასწორია მხოლოდ მაშინ, როცა მოძალადე „ქართული ოცნება“ არ არის - მზია ამაღლობელის საქმეზე სამი წუთიც არ დასჭირვებიათ, რომ განაჩენი გამოეტანათ
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა
თამარ კეკენაძე - დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ - პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გლობალური პროგრესული მობილიზაციის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ბარსელონაში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით იმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
თამარ კეკენაძე - „ოცნება“ კორუფციული და კლანური გარჩევების პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლისთვის, მორიგ ჯერზე იწყებს „სტატისტიკური ილუზიით“ რეალობის გაყალბების კამპანიას
თამარ კეკენაძე - უვიზო რეჟიმი ევროკავშირისათვის აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის
თამარ კეკენაძე - ბოიკოტისტების, ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაულია
თამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი
თამარ კეკენაძე - 13 ადამიანი და მათი ოჯახები უკვე გახდა იმ პროვოკაციის, „მშვიდობიანი დამხობის“ მსხვერპლი, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას - მათი პასუხისმგებლობა, ვინც ეს სცენარი მოაწყო, მძიმე იქნება
თამარ კეკენაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გონიერება და 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოსვლით დავიწყოთ „ქართული ოცნების” რეჟიმის ცვლილება
ანონსი  2 ოქტომბერი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.09.2025
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს